ახალი გზებით
თქვენს დაქცევაში არა მაქვს ბრალი, (ღმერთო, ცხოვრება ხან რა მწარეა) ჩემს სიმართლეში მხოლოდ უფალი, ჩემს სიმართლეში მოწმე ქარია, რადგან არავინ იქნება გვერდით, დამიდგეს ძმური და ცხელი მკერდით, კაცი - ობოლი, ქვეყანა - ფართო, ბოლოს ხომ ყველა დარჩები მარტო... * რად ავარიდო თვალი მე მართალს, (კი მეცოდები საბრალო გულო) რატომ გავყვე აწ სიზმარულ ხლართებს, ცოცხალმა თავი რად მოვიტყუო...?! * ეჰა, ცხოვრებავ! მწარის ცრემლებით, მე შენ გიყურებ ახალი ზრახვით, ოცნებათ გზებს ვერ გავედევნები, ახალ გონით და ახალი სახით! მხოლოდღა შრომა მშფოთვარე სულის აბობოქრებულ ტალღებს მიამებს, ვჭვრეტ და ვეხები უზუსტეს სურვილს, ჩემი მომავლის ნათელ სიამეს! * დიდხანს ვებრძოდი დამღუპველ ბედს და მივხვდი - თავად ვარ მწერალი მისი, ყველა ბერკეტი მიპყრია ხელთა, მოზიდვა ჩემსკენ აწ ძალმიძს რისიც! * დიდება ჩემგან ყველას მას, ვინც კი შემოქმედებით ყოფილა წვაში, ვისაც გადაღლა თეთრი ღამისი მალ დასტყობია ნერვიულ ხმაში! * მიხეილ ქაშიაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი