საგაზაფხულო
აყვავდი ველო, გადაიშალე, მზის ქვეშ მოითბე ნაზამთრი გული! იქნებ ამ სევდით, საგაზაფხულოდ, არ ვიყო ნაღვლით შემოგარსული! * რომ არა გრძნობა, რომ არა ლექსი, როგორ გავძლებდი აბა აქამდე, აყვავდი ველო, როგორც გაქვს წესი, ტკბილი სურნელი აზიდე ცამდე! * ქარების რისხვის დასრულდეს აწ დრო, (ამაოებაც ტკბილია - ვხვდები) ცხოვრებავ, თავი უნდა მოგანდო, ახალ იმედით, ახალი გზებით! * ყველა ტკივილი ჭირს წაუღია, (დიდება ღმერთს - მე კვლავ ფეხზე ვდგები!) ზურგს ვაქცევ მლიქვნელს, ათას უხიაგს, ახალ მზეს სახით მივეგებები! * აყვავდი ველო, გამოიფხიზლე უსაყვარლესო დედაბუნებავ! ტანჯული გული გამიხალისე, გამიცისკარე ქუში გუნება... * საამურია სიცოცხლის ძალა, სიხარულს, ტკივილს თუ აქ განვიცდი, მე სხვა სამყარო რად მინდა აბა, სხვა გატაცება და სხვა ხალისი! * აყვავდი ველო, ტყეო - ბურვილო, გამოიტანე სიმწვანე ნაზი. უკვე გავლიე ღამე უძილო, ღამე - მდუმარე, მეტად ლამაზი! * ეს გრძნობა მღუპავს, მაცოცხლებს თანაც, დამყვება კიდეც შიზოფრენია. მზეო, გაათბე მთელი ქვეყანა, სადაც რომ შენი შუქი ჰფენია! * მიხეილ ქაშიაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი