გაზაფხულის სიო
ჩემს ეზოში ჰყვავის ია, სურნელებით ტკბება არე, გულზე სითბო მომეხვია, გულზე ამო სინეტარე. * ვზივარ ჩუმი ხის ძველ სკამზე, უნაზეს სხივს ვუშვერ სახეს, სანამ მწუხრით სითბო და მზე მოელევა ეზოს მხარეს... * შეუმჩნევლად დაჰფრენს სიო, (დამიამებს კიდეც თვალებს) გაზაფხული უნოტიო ტოტებს შორის დაშრიალებს. * დნება მთებზე ყინულთ ბროლი, ფერადდება კიდეც ველი, ფიქრს ოცნება გავაყოლე მონატრების შენზე - მწველი... * ჩემს ეზოში ჰყვავის ია, სურნელებით ტკბება არე. გულზე სითბო მომეხვია, გულზე მარტის სინეტარე. * მიხეილ ქაშიაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი