წინაც არ ვიცი, რა მიზანია: ..


"წინაც არ ვიცი, რა მიზანია:
გული გამოშრა, მდუმარებს ენა,
და მე ვეღარც კი ამიტანია
ერთფეროვანი ცხოვრების დენა."
*
                                           ა.პუშკინი

****
ხშირად გულს მიწვავს დღეთა დინება;
მაძრწუნებელი იგი გონების,
ღამითაც ტკბილად არ მეძინება,
განცდაში მძიმე ერთფეროვნების.
*
მსურს გასაქანი, სხვა სარბიელი,
სხვა მასშტაბების გზები მწადია
და უფრო განცდა მძაფრი, ძლიერი,
ვიცი, რომ ჩემი სულის ხატია.
*
მწველი ფიქრები გარს მახვევია,
ვსუნთქავ, დავდივარ, რომელის ნებით,
უჩინო ძალი რად მამჩნევია,
იგი აღვსილი ღვთიურის ვნებით?!
*
ხშირად მეგობარ ზეშთაგონებას
ჩემის უცნაურ ბილიკთა დენით
მივყვები, მწვავს და ამ ნორჩ გონებას
მივსებს ტკბილ-მწარით გრძნობათა მჩენი.
*
ჰოი, ღმერთებო, რა უცნაურად
რა საკვირველად, მაგ თქვენის ჭვრეტით,
აგირჩევიათ სიტყვის მსახურად
ეს სიჭაბუკე ბედკრულის ბედით...
*
კვლავაც გულს მიწვავს დროთა დინება,
მაძრწუნებელი იგი გონების,
ღამითაც ტკბილად არ მეძინება,
რუტინულ დღეთა ერთფეროვნებით.
*
მიხეილ ქაშიაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი