“სული, გრძნობებით აღსავსე” იმანუელ კანტი


“სული, გრძნობებით აღსავსე”
იმანუელ კანტი
***
მრისხანებს ქარი, 
უნაზეს ყვავილთ,
ნოტიო ტოტებს უეცრად სტაცებს.
აჰ... მღელვარე ზღვა, 
როგორც უფალი,
მომსწრეა მის წინ ობოლი კაცის...
ჰოი, რამდენი უნახავს მას აქ
სიმწარის პირზე თავჩაქინდრული,
ო, გრძნობით სავსე ტალღათა მასა,
იქნებ ამ კაცზე მეტად ბედკრული იყოს... 
ვინ იცის იგი საზომი
ჭეშმარიტების ამ ქვეყანაზე,
განა გაიგო, 
ვინმემ გაზომა?!
- მითხარით რაა ყვავილზე ნაზი?!...
აჰა, 
ტრამალი, 
მწველი მზე, 
პალმა,
მისთა ყოველი შეუდარველი.
ქარს გაატანა აქ ჩადრი ქალმა,
მალეც იპოვა ძალა მფარველი...
ვინც მეტად გრძნობდა, 
კანკალით თრთოდა,
გამოავლინა სიბრძნე - უნარი;
არ ეტყობოდა, 
ძლიერ ტიროდა,
სხვათა წინაშე თუმცა მდუმარე...
ერთი მუსიკა, 
ო, ერთი ბგერა,
იყოს კოსმოსის მთელი მტეველი,
სული დაინთქეს როგორც ოპერა,
სული ზღვასავით განუტეველი!...
...და მე რაღა ვქნა, მეპატარავა 
კაცთა ამოთქმა, მთელი ა ეს დრო!
- დე იდგეს ობლად სულის კარავი,
ვით მწვერვალება შენი,
მაესტრო...
*
ავტორი: მიხეილ ქაშიაშვილი
04.19.2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი