უნაპირო სიჩუმე
იქ სადაც ნისლი ვერ ხედავს ზეცას, უმსუბუქეს და უცნობ მხარეში, სადაც ვერ წვდება სურვილი მხეცის ღვთიურ ლალსა და სიანკარეში, მე შენ გეძებდი სურვილო ჩემო, გულთა სინაზით და მდუმარებით, არსად იმედი - გზა საედემო, და სიმძაფრეთა აუარებით, ვერ გნახე ვერსად, ვერ გპოვე ზღვათა; ტალღათ გაპობით ან წვიმის თქეშით, რატომ აროდეს მქონია სხვათა გვერდში დადგომა მცირე ნუგეშით... არის ცხოვრება მღვრიე და სველი; ცრემლთა დინებით ის უძიროა, ყოვლის მმუსვრელი, ყოვლის მშთანთქმელი, შემაძრწუნებლად უნაპიროა... აჰა სიცივე - არიან სხვანი, ზოგი მათგანი სათნოს მნგრეველი. მაგრამ ის დიდი, ვინც კი ვიცანი, უკვდავებაში განუტეველი, სიმშვიდის ნებით, უცნობ განგებით, უნეტარობით ხელთ აღმართულით, ყოველ მომდევნო სულის რანგებოთ, მეფეთა გზნებით - გრძნობით ქართულით; ვდგავარ... სიჩუმე არ შემშლის ალბათ, (ღმერთო, ირგვლივ რა სიმარტოვეა) არც მართალთ და არც მომზირალთ ყალბად აქ კვალი არვის დაუტოვია... * მიხეილ ქაშიაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი