ვარსკვლავებთან
* თვალი მოვავლე ღამის ლანდში უშორეს მნათობთ, მივმართე ღიმით: - ო, ვარსკვლავნო, თქვენ ხშირად მართობთ, როცა მწველ ფიქრებს ჩემი სული ულმობლად ერთვის, როცა მდუმარი ოკეანე ციური ჩემთვის საცნაურ გრძნობის გამოსაწვევ სილურჯეს აჩენს, როცა მოვუხმობ ჩემი არსის ჭეშმარიტ გამჩენს, მაშინ ანაზდად, გულზედ ამო სიამის მფენი, ჩნდებიან ჩემთვის შორეული სხივები თქვენი... * მიხეილ ქაშიაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი