ერთ მთაზე დარჩა ყინული მარტო ..
ერთ მთაზე დარჩა ყინული მარტო, (ჩვენ გზად გვიხმობენ უცხო რელსები.) მოდის აპრილი, თავდება მარტი, მინდორს სურნელი ეალერსება... * მრავალ ფერადებს იხილავს თვალი, გაქრება გრძნობა შემაზარები, გასხივოსნდები დღესა თუ ხვალე, ოღონდ შრომა ნუ დაგეზარება... * ველებს დახუნძლავს ცისფერი ნამი, (შენ განცდა უნდა ამოიტანო) ვერ მოგედება სულზედ სიამე, თუ სრულ არ ჰყავი შენი მიზანი... * და რადგან გვინდა შევეხოთ სურვილს, ვგრძნობდეთ ჩვენ მასთან ადვილად წვდომას, შორიდან უნდა შევხედოთ სურათს, რომ დავაფასოთ შედეგი შრომის... * ერთ მთაზე დარჩა ყინული მარტო, (კვლავ გზად გვიხმობენ უცხო რელსები.) მოდის აპრილი, თავდება მარტი, მინდორს სურნელი ეალერსება... * მიხეილ ქაშიაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი