ერთ მთაზე...


ერთ მთაზე დარჩა ყინული მარტო,
(ჩვენ გზად გვიხმობენ უცხო რელსები.)
მოდის აპრილი, თავდება მარტი,
მინდორს სურნელი ეალერსება...
*
მრავალ ფერადებს იხილავს თვალი,
გაქრება გრძნობა შემაზარები,
გასხივოსნდები დღესა თუ ხვალე,
ოღონდ შრომა ნუ დაგეზარება...
*
ველებს დახუნძლავს ცისფერი ნამი,
(შენ განცდა უნდა ამოიტანო)
ვერ მოგედება სულზედ სიამე,
თუ სრულ არ ჰყავი შენი მიზანი...
*
და რადგან გვინდა შევეხოთ სურვილს,
ვგრძნობდეთ ჩვენ მასთან ადვილად წვდომას,
შორიდან უნდა შევხედოთ სურათს,
რომ დავაფასოთ შედეგი შრომის...
*
ერთ მთაზე დარჩა ყინული მარტო,
(კვლავ გზად გვიხმობენ უცხო რელსები.)
მოდის აპრილი, თავდება მარტი,
მინდორს სურნელი ეალერსება...
*
მიხეილ ქაშიაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი