როდესაც დედა


როდესაც  დედა
გათბობს მზესავით,
არც მდიდარია ვინმე შენსავით,
ის გულში გიკრავს,
და ვერც კი ხვდები,
თუ შეეცვლება 
სიხარულს ფერი.
გამოგეცლება 
ხელიდან უცებ,
ისე უეცრად,
ვერც გაიოცებ.
მოგენატრება 
მისი ღიმილი,
მაგრამ ის უკვე
აღარ გიღიმის.
გული საშინელ
ტკივილს განიცდის,
მაინც ვერ ხვდები, 
მაინც არ იცი,
მაინც არ გჯერა,
რომ აღარ მოვა,
იქნება ფიფქი, 
იქნება თოვა,
ის კი არასდროს,
არასდროს მოვა.
როდესაც დედა მზესავით გათბობს,
შენ არასოდეს 
არა ხარ მარტო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Zura88ხელოვანი7 თვის წინ

👍❤️

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი