შენ შეგიძლია
შენ შეგიძლია საათობით მელაპარაკო, რომ ამინდები შენს ხასიათს ვერ ეწყობიან. მიყვები სიზმრებს,სხეულს გითბობს ცხელი კაკაო და სიმშვიდე გაფორიაქებს.გარეთ თოვლია. მიყვები ღმერთზეც,რომ სხვა ღმერთი იპოვე თურმე, რომ შენი ღმერთი ღამ-ღამობით შენიდან მიდის. რომ სიზმრებია ამ ხორცივით საშინლად უმი, რომ გენატრება ბავშვობა და თბილი ამინდი. დახუჭო თვალი,დაიძინო,შენ შეგიძლია, მაგრამ ყოველთვის, მარტო ძილი ვიცი გაშინებს. მე გიყურებდი სიზმრებიდან-ხელებმიწიანს, მზე რომ დამარხე,მაჯები კი ცას შეაწმინდე. შენ შეგიძლია საათობით მელაპარაკო, რაც რომ აქამდე,არავისთვის მოგიყოლია. რომ ჩამოგლიჯე ხეს ფოთოლი(მწვანე პარიკი) და ქარს მიეცი. რომ მიფრინავს როგორც თოლია. ალაგებ ფიქრებს ფერადყდიან უბის წიგნაკში, გაშლილი თმები მარცხენა მხარს შემოილაგე. ზიხარ ბავშვივით მოწყენილი და ჩემს წინაშე. და გეშინია,შენს მომავალს რომ ვერ მიაგნო. მიყვები ღმერთზეც,რომ სხვა ღმერთი იპოვე თურმე, რომ შენი ღმერთი ღამ-ღამობით შენიდან მიდის. რომ სიზმრებია ამ ხორცივით საშინლად უმი, რომ გენატრება ბავშვობა და თბილი ამინდი. https://www.youtube.com/watch?v=8hYNPz06xgE
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი