მოდი გავიქცეთ სიზმრებიანად
თუ ეს წვიმები თავს არ დაგვანებებენ, ჩვენც ხომ ამ ქუჩებივით გავიწუწებით. წვანან გზებივით, ცივი- ჩემი ნერვები და ვუცდი,ამინდზე რომ დაიწუწუნო. სიგარეტის ბოლს გააყოლებ უმზეო დილას და ნესტიანი გრჩება თვალები. შენ მეტყვი ბეღურები დააპურეო და ისევ სიზმრებს იქით მიიმალები. წვიმა.ჩიტები.მუსიკა-ქარის.გზები. ლამპიონები გადაურჩნენ ამინდებს. ჩვენც ხომ ამ ხეებივით ამოვიზრდებით დილის სიზმრებში. (ეს ზამთარი დაგვინდობს.) ცივა. ჩვენი თვალები უფსკრულებია. ქუჩის სიცივით ამოვივსეთ კედლები. გიყურებ მძინარეს და ასე სევდიანს და მინდა,სიზმრებში რომ გამოგეკიდო. როგორც ადრე.ბავშვობაში.სველ ბალახზე. (იყო აგვისტო).გამოვეკიდეთ პეპლებს. ღამეს გავაყოლე თორმეტი ნაფაზი და დილას მხოლოდ,ღამის შემორჩა- ფერფლი. ვყვებით ამინდებს და საათობით ვუსმენთ "ცოის- კუკუშკას".ზამთრის ბეღურებს ვაჭმევთ სიზმრის ნარჩენებს.ფიქრებს ვაჭედებთ ლურსმნით ყვითელ კედლებზე.მოვრეთ ფერადი ნაჭრით. დღეს წვიმა დაასველებს ისევ იანვარს, ჩვენ ჰორიზონტებს გავცდეთ.ამ ცივ ღამესაც. მოდი გავიქცეთ მაგ შენ სიზმრებიანად სანამ ამ ქარმა ბლაგვი მთვარე ალესა. 2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი