Autumn (არასერიოზული მე)
ექსპრომტი __________ ეს შემოდგომა ამ ქუჩის ბოლოს ასფალტზე დაწვა,დახუჭა თვალი. თან საკვამურებს ახრჩობდათ ბოლი და ანტენებთან ჩხაოდა ყვავი. გაჩერებასთან ხუჭუჭა გოგო ჟღალი ტუჩებით სიგარეტს ქაჩავს. მინდა ეგ თმები გვირილით მოვრთო, ხედავ?სიყვარულს ნელ-ნელა გაჩვევ. და ქუჩის ბოლოს ეს შემოდგომა- ყელგამოჭრილი,იპოვეს მკვდარი. სახურავებზე ფოთლები თოვდა და ანტენებთან ჩხაოდა ყვავი. 11.10.2014
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი