აქაურ ღამეებს ..
აქაურ ღამეებს არ ახლავთ სიცივე, არც ვარსკვლავები არ- აქაურ ღამეებს. თუ გინდა დაჯექი, დილამდე იცინე, შენს ყოფას ძაღლიც კი უდაოდ არ დაჰყეფს. ზიხარ და ეწევი და გინდა მოთოვოს, შენს თვალებს დაატყოს სიცივის კვალები. შარშანდელს გრძნობები ასე რომ მოთოკე, მცოდნოდა.. არაფრით არ შეგიყვარებდი. 03.10.2014
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი