მაგ შენს წამწამებს ..


მაგ შენს წამწამებს შემოუჩნდა ქარი-ოხერი,
ღამით კი ისევ ჩამოათოვს შიშველ ლავიწებს.
მახსოვს,შარშანდელს, სიზმრებიდან ისე მოხვედი,
როგორც ეს თოვლი.
გეფიცები.
რა დამავიწყებს

თებერვლის იმ...და ერთი სიტყვით ნესტიან ღამეს,
(როცა თვალებში ჩაქცეული მთელი ზღვებია.)
მე გადავწყვიტე აღარ მეტირა,რადგან აქ მე
მარტო ვარ.
ვფიქრობ,სატირალიც არაფერია.

როცა დღეები ემსგავსება ფოთის სტადიონს,
ცხოვრება -"რეკაშეტით" გატანილი გოლია.
იცი?ამ ზამთარს კიბო აქვს-მეოთხე სტადია
და მის თოვლში სიკვდილიც,უფრო პოეტურია.

ქარი კი ქროდა.
აწვალებდა ფიქრებს სიცივე,
იდგა ზამთარი-სამურაი და ღამე-ნინძა.
იცი ძვირფასო? ამ მომენტზე ისე ვიცინე,
რომ ამ სიცილში,შენს სიზმრებთან ჩამომეძინა. 


2013

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი