Dream
. მე სანდრე ვარ.. შენი სიზმრისეული მეგობარი. მე კეთილი თვალები მაქვს. (ხშირად მეუბნებიან ხოლმე). იცი? წუხელ მეც დამესიზმრე. ჩვენ მივდიოდით... მივდიოდით ერთი მიმართულებით, ერთი მიზნით. საკუთარ თავებს გავქცეოდით. . შენ ამბობ რომ გზაში გინდა იყო, მაგრამ არ გინდა არსად წასვლა. მე ყველგან წავიდოდი შენთან ერთად. . წვიმა მიყვარს მე. თბილი წვიმა. ზაფხულის წვიმა. ქუჩაში მტვრის სუნი. და მტრედები,მიმოფანტული აქაიქ. ჰო, მე სანდრე ვარ. შენი ახდენილი სიზმარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი