ქარწაღებულები(ჩვენ)
ჩვენ ამ ქალაქში დავიბადეთ. ვიზრდებოდით. ვკვდებოდით. მერე თავიდან... ჩვენ ამ ქალაქში დავიბადეთ, სადაც სულერთი არის რას წარმოადგენ. დაგორებულბურთზეფეხისაცილებას გავს ჩვენი ცხოვრება. (კუთხის მაღაზიასთან ვდგავართ გაწვიმებამდე.) უსიგარეტობას,(პახმელიას) და ცხოვრებას ვაგინებთ. ჩვენ ამ ქალაქში ვცხოვრობთ. სადაც მხოლოდ წვიმაში გამოვდივართ სასეირნოდ. რა დამავიწყებს, თითქოს არსაიდან მოსული იმ ლოთის სიტყვებს: - мы убили свою молодость ! мы убили свою молодость ! ჩვენ ამ ქალაქში დავიბადეთ. სადაც ბავშვობა არავის უნახავს. ჩვენ ამ ქალაქში მოვკვდით. საიდანაც არ არის გასასვლელი სასაფლაოზე. 06.10.2014
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი