მე'ზღვაური


რა უნდა დავწერო მე ისეთი?
მაგ შენს ხორბლისფერ თმებს რომ მოუხდეს.
მჯერა, ამაღამ დამესიზმრები
და ქარივით გადაფანტავ ღრუბლებს
მოკუჭულ ცაზე,სადაც ჩიტებიც
ვეღარ ეტევა.სცივათ ბეღურებს.

შენ გადაფანტავ ღრუბლებს ქარივით
და მზესავით მოხვალ სველ ბალახზე.
ზღვაში რომ ჩარჩა,შენი ქმარია
ის კაცი.წუხელ ტალღამ გალახა
გემი და შენს სიზმრებში ჩაძირა.
ესაა, წუთი-წუთზე რომ ნახავ.

მე,რა უნდა დავწერო ისეთი?
ტალღებს ჩრდილოეთისკენ მივყავარ.
იქ სადაც შენ ხარ.
შენ და სიზმრები.
ასე მწამს მე და ასე მიყვარხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი