My darling girl


შენი თვალებია მიუსვლელი
ჰორიზონტები.თიხის ნაშალი.
წუთიწუთზე რომ ცუნამსაც ელი,
დედამიწიდან სულ რომ წაგშალოს.

ზღვის შხეფებია შენი თითები,
ასე ცივი და ასე შიშველი
უცებ ჩემს მხრებს რომ შეეფეთება,
ვერაფერი რომ ვეღარ მიშველის.

შენი სუნთქვაა რიტუალები,
ძირფესვიანად სულ რომ მოგთხაროს.
და გთხოვ,ისე ნუ დაიმალები,
ვეღარასდროს რომ ვეღარ მოგნახო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი