The Sound of Silence
მე გზა ვარ, დაუღწეველი ლაბირინთის და სიტყვები ვარ ჩუმი- ჯერ ვერ ნათქვამი. შენ არ იცი ეს ბილიკი საით მიდის, არც ის იცი, ხარ ცოცხალი, თუ ხარ-გვამი სიზმრებიდან გადმოსული აჩრდილების (შიში ვარ და მე ვარ შენი ინსომნია) და ახლა, ეს ყრუ სიჩუმე, არ მჭირდება მომაკვდავთა დამთრგუნველი სიმფონიის. გამოსული ნეკნიდან, მე ვარ ტკივილი და სისხლისდენა ვარ შენი მაჯებიდან. ვიწრო სიზმრებში,წლობით გამოკეტილი- შენ ხარ,უფსკრულიდან გადმობიჯება მარცხენა ფეხის და ხარ გამოფხიზლება, სულ სხვა სიზმარში. და სანამ დამშვიდდები.. სიტყვები ვარ,ერთმანეთში აზელილი და შენი დახოცილი, ვარ- შვილები. და როცა ილუზიის ჩადგება ქარი და როს ყველა სიზმარს მოეღება ბოლო. გაბედე და თითი სასხლეტს გამოჰკარი, რომ ერთხელაც, სიჩუმისთვის გაისროლო. 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი