All alright
თითებში ჩარჩენილი თითების სითბო შენი. და თვალები ჩემი-მასივები, ფართო კედელზე შენს სიზმრებს ასხივებენ, ქუჩა-ქუჩა რომ ძველი თოვლივით იდო. და განცდაა,ლამის შეჭამოს სხეული და სურვილია ისევ სადმე გაქცევის. ნაპირებია ეგ თვალები.(მოქცევა). სხვადასხვა სიზმრებიდან ამოხეული. ამინდია,მძიმე.(და მე.ცარიელი, როგორც მიტოვებული, ძველი საწყობი.) ქაღალდისგან გავაკეთე თოლიები... წვიმს. ნაყინივით ჩამომადნა განწყობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი