სან
ჩემი ლექსები არაფრით ჰგავენ თქვენსას, ჩემი ლექსებია ამ თოვლივით მშვიდი. მე თქვენს თვალებში ზღვა მოგონებებს ვთესავ, მე თქვენს თვალებში ლურჯ ტალღებივით ვივლი. ჩემი ხელები არაფრით ჰგვანან თქვენსას, ჩემი თითები ნამწვავებია სანთლის. მეზღვაურიაო,თან ჩურჩულით თქვეს და ნელა მოადგნენ ზღვადამშრალ,ყვითელ ნაპირს. თქვენ მე არაფრით მგავხართ,მგავხართ არაფრით. სურვილებს ჩემებურად ჩავუთქვამ ვარსკვლავს. ჰო,ვაფრენ მე უკვე და შენ თუ არ აფრენ, არაფერია.(ნახე,ცა გაიკვამლა). არაფრით ჰგვანან თქვენსას,თვალები ჩემი. თბილი ფიქრების და უსიტყვობის დასტა. ზამთარი და ბუხართან ნეკნების ჩერო, ზამთარი და ბუხართან შავთეთრი კატა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი