ჩადის მზე


მე დავწერ ლექსს,სახელად-შენ.
და შენ, მეტყვი,რომ ეს ყველაზე იდიოტური ნაწერია.
მე დაგეთანხმები.
-თავიდანვე ვერ უგებდნენ ადამიანები,ღმერთს.
.
ბოლო დროს, მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურები
და შენს მსგავს გოგონებს ვაკვირდები.
როგორ აუჩქარებლად მიუყვებიან გაყინულ ასფალტს.
არსად ეჩქარებათ,რადგან ყველამ გამოიმუშავა ცხოვრების წესი.
ჩემი ქუჩა კატალოგია-ნაფეხურების.
მიდიმოდიან ადამიანები.
შენ კი არ ჩანხარ.
არ ჩანხარ.
არ ჩანხარ.
.
რა მარტივია,(ავდგე.მოვიდე შენთან.)
სათქმელად.
და მაინც,ზღვებია და ოკეანეა შენამდე.
მე ცურვა არ ვიცი.
.
ჩადის მზე.
რამდენი რამ დამრჩა მოსაყოლი.
მზე კი ჩადის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი