your dreams


წევხარ.ფრთხილად ვაცურებ შენს გაშლილ
თმებში თითებს.სიზმრები მოვლენ ბნელ
ღამეებში.ჩიტებივით ქარში
აიშლებიან და ისე მოვლენ.
შენ,
რომელიც არასდროს კითხულობ
ძილისწინ ლოცვებს და ალუბლის წვენს
აყოლებ გამომშრალ დღეებს.სულ რომ
ბავშვივით ტირი.სულ რომ დაიწვეს
ღამე.
მე აქ ვარ.
მე აქ ვარ.
ახლოს
და შენს ტანზე თითებით სიმშვიდეს
ვხატავ.შენი თვალებია სახლი-
ჩემი და მინდა თვალებში ვიწვე.
გძინავს.ფრთხილად ვაცურებ შენს გაშლილ
თმებში თითებს.სიზმრები მოვლენ ბნელ
ღამეებში.ჩიტებივით ქარში
აიშლებიან და ისე მოვლენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი