მე ვფიქრობ შენზე


როცა შენ აქ არ ხარ,
ანუ როცა ცივა ჩემს თვალებს,
მე ვფიქრობ შენზე..
.
შენი თითებიდან გამოჟონილი
სითბოს კვალი,
დღესაც ატყვია ჩემს სხეულს,
როგორც ნატყვიარევი..
.
მე ვფიქრობ შენზე..
როცა შენ აქ არ ხარ,
ანუ როცა ცარიელია ჩემი მხრები,
თვალები.
ზღვაში დამხრჩვალი კაცის იერით
ვცხოვრობ
და დღეები არ ჰგვანან დღეებს.
აქ თეთრი ღამეებია..
.
და როცა მე ვფიქრობ შენზე,
ვხვდები.
აქ რომ მყავდე,
კიდევ უფრო მეტს ვიფიქრებდი,
სამი ათასჯერ..
(არა! ხუთი ათასჯერ მეტს!)
აქ რომ მყავდე.
აქ რომ...
.
მზე არ ჩადის ზღვაში.
მზეს დღეს შენს თმებში სძინავს.
და ღრუბლებია შენი ტუჩები
ამ ცასავით მკრთალი.
.
როცა შენ აქ არ ხარ...
ანუ როცა ნაკლულია ჩემი საწოლი.
მე ვფიქრობ შენზე..

და მოკუნტულს მძინავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი