ქარწაღებულები( ალმასის ბიჭუნა ) ბომ ბომ
დგას თორმეტი წლის შავკანიანი ბავშვი ავტომატით ხელში და ამბობს, რომ ის, იშვა რათა თესოს ბოროტება, ღვაროს სისხლი და ამოხოცოს მისი თანამოქალაქენი. ძმა თუ მეგობარი, დედა თუ მამა მოხუცი თუ ხეიბარი. ყველა, ვინც მშვიდობიანი მოქალაქეა. დგას, შავკანიანი თორმეტი წლის ბავშვი, ავტომატით ხელში და განურჩევლივ ყველასა, მკერდში ახლის 5,45 კალიბრის ტყვიას და მის თვალებში ისადგურებს ბედნიერება. შენ კი ამ ყველაფრის მომსწრე ხარ, მაგრამ ვერაფერს მოიმოქმედებ გარდა იმისა, რომ გამორთო ტელევიზორი, მიუჯდე ნახევრადჩამქვრალ ღუმელს, მოუკიდო სიგარეტის ბოლო ღერს და ხმადაბლა გაიმეორო. -მე იქ ვარ სადაც უნდა ვიყო.. მე იქ ვარ სადაც უნდა ვიყო.. მე იქ ვარ.. დგას, თორმეტი წლის შავკანიანი ბავშვი- ავტომატით ხელში და მან იცის, რომ მისი მომავალი კედლის ნანგრევებში მოჰყვა და ვერასდროს დააღწევს თავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი