ქარწაღებულები #2
გვირილები გამოაყარა ტანზე მინდვრებს, უხდებაო ამბობდი და გეღიმებოდა. შენ გიყვარს გვირილები, დაგაქვს გულისჯიბით, როცა მარტო გადიხარ სასეირნოდ და გვიან ბურუნდები შინ. წვიმა შენი ყველაფერია. ხშირად მეუბნებოდი: -ერთხელაც წვიმიან ამინდში ასფალტზე დამაწვინაო. მტვრის სუნი გიყვარს. ზღვის ხმაური. ლურჯი მედუზები. . შენ დგახარ სახლთან. კედლებჩამოშლილ სახლთან. აქ ახლა ჩვენი ბავშვობა ცხოვრობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი