ღამის


ფილტვები ისევ ნიკოტინით შევიფერადე,
რა ხანია არ ვეძალები აბებს-
საძილე.
ღამე კი ფხიზლობს ჩემს ფანჯრებთან
(შემომხედავდე),
ვუსმენ ბერეთელს-
"ალიხე,მალიხე,სალიხე"...

შესაფერისი ღამე არის თვითმკვლელობისთვის,
ახლა ვის ნერვებს გადაწონის ფართო ასფალტი?
ხელს ნუ გამიშვებ.
შენზე იყოს ჩემი სინდისი,
ჯერი შენია,ვმარცხდები და გითმობ ასპარეზს.




15.11.2012

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი