ქარწაღებულები


შენ თქვი,რომ ცივი წვიმა არასდროს გიყვარდა.
არც ის, მზე რომ აღმოსავლეთით კი არა,
დასავლეთით ჩადის...
შენი აივანი სავსეა მკვდარი ჩიტებით,
თებერვლის სიცივით.
წვიმის წვეთებით.
და ა.შ.

(თუნდაც ჩემი არყოფნით)..

შენ თქვი,რომ არასდროს გაშინებდა ჩვენი სიშორე,
ახლა-სიახლოვე გაშინებს.

შენ არც კი იცი,
თუ როგორ განვიცდი,
შენს თითოეულ,ღრმა ამოსუნთქვას.
(ქუჩის სიცივით სავსეს).
სულ გეუბნებოდი:
-სიამოვნებით ჩაგეხუტებოდი მეთქი,
სუნთქვაშეკრული.
და დამავიწყდა ახლაც რომ მეთქვა.

ჰო,შენი სუნთქვა ახლა,მზესთან უფო ახლოა,
სითბოთი სავსე.
მზესავით სავსე.
თებერვლით სავსე.
იმედით სავსე.

აქ,ქარებია და ნარჩენი თოვლი,შენ რომ დამიტოვე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი