შენ
აქ, აღარაფერი დაგვრჩენია ჩიტების გარდა. ბავშვობის გარდა. გარდა წვიმების. ისეთი ამინდია, დალევაზეც გული რომ აგივარდება. გახედე სივრცეს. ეს ყველაფერი ჩვენი მოგონილია. ეს ცა. ეს ბალახი. ეს თვალებიც- სითბოთი სავსე. ჩვენ,ჩვენი თავები, ერთმანეთის თვალებში გამოვამწყვდიეთ- (ასე უფრო მშვიდად ვართ). მზეს ნუ დატოვებ. თმებზე მიიმაგრე. და მივდივართ ასე. ქვიშიან ნაპირს მივუყვებით ჩრდილოეთისკენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი