This is from matilda
მე არ დავწერ იმაზე, თუ როგორ არ მოხვედი ჩემს გადასარჩენად, შენს თვალებსქვეშ მოყოლილ. მე არ დავწერ იმაზე, რომ აღარ მირეკავ ღამ-ღამობით, რომ აღარ მიყვები სიზმრებს. მე აღარ მახსოვს შენი ხმა. მე არ დავწერ შენს ხალიან ყელზე, მაღალ,თეთრ ყელზე. თითების მსუბუქ სრიალზე. მე არ დავწერ შენს გრძელ, შოკოლადისფერ წამწამებზე. ამღვრეულ თვალებზე. მე არ დავწერ. არ მავიწყდება შენი ტუჩების გემო, კარამელივით ტკბილი, ზღვასავით მლაშე, მაგრამ მე არ დავწერ მათზე. დღეს წვიმებმა დაამძიმეს ჩემი სხეული. დღეს წვიმებმა გაწუწეს ჩემი სხეული. ჩრდილოეთის წვიმებმა. ღამე კი დნება ჩემს ფანჯარასთან. მე ისევ არ ვწერ! მე ისევ არ ვწერ! მე ისევ არ ვწერ! რადგან გადავრჩი და მოვედი შენთან. რადგან გადავრჩი და მოვედი შენთან. რადგან გადავრჩი.. რადგან..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი