შენი ლექსი
იდგა ხე. (უნაყოფო,როგორც ჩემი თვალები). იყო ცა-სტაფილოსფერი. და იყავი შენ ჩემი ნიმფა,ფარფლებიანი. შენ თქვი, რომ გეშინია ერთ დღესაც არ მოგბეზრდეს ზღვა და ცურვა დაივიწყო. მე ისევ იმ ხესთან ვარ წელში მოხრილი, დროს ვემალები. ვუსმენ ქარს,განწყობისთვის და ვწრუპავ სიბერეს,შენი თითებიდან. იდგა დღე. ფორთოხლისფერი და ცრიდა ცა ღრუბლებიდან ფორთოხლისფერად. თვალები დავხუჭე. შემოვტრიალდი. დაგიყვირე... მიყვარხარ მეთქი! მიყვარხარ მეთქი! შენ ისე შორს იყავი,თან ისე ახლო... წვიმდა შეგრძნება და ვხვდებოდი, რომ არ მოიხედავდი უკან. გული არ დამწყდა, რადგან არ მაქვს მე გული. ახლა ისეთი უფორმო ვარ,როგორც ეს დაბზარული კედელი,ზღვის ნაპირთან რომ ხავსი ედება. ეცადე ზღვა შენს თვალებში გამოამწყვდიო. დახუჭე თვალი. იდგა ხე. ვიდექი მე და იდგა დრო შუაში ჩვენს. იყო ზღვაც,გაცრეცილი-ტალღის სრიალით. მე მოვტრიალდი. შენს ნაკვალევს გამოვეკიდე და კიდევ ერთხელ მოგაძახე: -მიყვარხარ მეთქი! და ზღვაში გადმოვხტი... 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი