როცა ვამბობ
როცა ვამბობ, -რა ძალიან მაგრად მომენატრე მეთქი, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ როგორ მიახლოვდები სუნთქვაგახშირებული, ცივი ხელებით და ისე მეხუტები, რომ ვხვდები, ვერავინ და ვერაფერი უდგას ჩვენს სიყვარულს. მე შემიძლია გაუთავებლად ვისაუბრო შენზე, ბრჭყვიალა თვალებზე, ხალიან ყელზე.. რომ ჩახუტებებიღა დამრჩა მოგონებებად და უამრავი იმედგაცრუება. ყველა სიზმარი,(სადაც შენ მყავდი გამომწყვდეული) ქარებმა მომპარეს და მისცეს წყალს. ყველა ლექსი რაც კი ოდესმე დამიწერია, შენი სახელი დავარქვი, ქაღალდის თვითმფრინავები გავაკეთე და ვაჩუქე თავისუფლება. როცა ვამბობ, -რა ძალიან მაგრად მჭირდები მეთქი, ცრემლებს ვიგუბებ და ყველა ტკივილს თვალებში ვახრჩობ. არა, არ შეიძლება ჩემი მარტო დარჩენა. შენ უნდა იყო ჩემთან..! შენ უნდა იყო ჩემთან.. ! ვიმეორებ საგულდაგულოდ და მაინც ვერაფერს ვშველი დალეწილ მუჭებს- კედელზე მიმსხვრეულს. როცა ვამბობ, -რა ძალიან მაგრად მიყვარხარ მეთქი, შენ ზურგს მაქცევ და ზღვისკენ გარბიხარ... https://www.youtube.com/watch?v=OFdfN9KeSzs
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი