გზა მზის პირას
შენ გაიარე გზა, საიდანაც არავინ ბრუნდება უკან. შენ გაქვს შანსი არდაბრუნების. . ასეთ დროს, როცა ღიაა კარი, როცა დროა უბრალოდ ადგე. წახვიდე. უკანმოუხედავად. ღიმილნარევი სახით. . ასეთ დროს, როცა ქარები ლეწავენ სიზმრებს, შენ მოისხამ მხრებზე ხავსს, თმაში ჩაიბნევ ოქროსფერ ნიჟარებს და წაყვები ზღვას- ჩრდილოეთისკენ. . ასეთ დროს, როცა გააღებ თვალს და შეხედავ რეალობას, ხვდები, რომ ასეთ დროს, ტკბილია გზა- არდაბრუნების. . როცა მიდიხარ და მიგაქვს სამყოფი ცრემლი. როცა მიდიხარ და გრჩება ნაფეხურები- თვითონ მიწა რომ წაშლის. და შენ გჯერა არდაბრუნების. შენ იცი არ დაბრუნდები. მე ვიცი.. . ასეთ დროს, უბრალოდ უნდა მიეცე წყალს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
dzaan lamazi leqsia chemtvis da sxva ar vici