Passacaglia
ისევ ცივ ამინდებს უშენობა მოვაზომე, ჩემშიც არის ხოლმე ღამით, რაღაც იდუმალი. მოდი, მერე ერთად გავცდეთ წითელ ჰორიზონტებს, სადმე, ზღვებს და ოკეანეს იქით მივიმალოთ. მოკლედ, არაფერი პირადული, მოდის წვიმა სველი მზერა ისევ შენი ცისკენ მივაშვირე წვიმა მოდის, ახლა მარტო ყოფნა მომიწია ხომ ვთქვი, არაფერი პირადული,ხეთა შრიალს ვუსმენ.. ფიქრი აივსო ფიქრით, ქარით და წვიმით, ჰო, ქარით და წვიმით ივსება ჩემი ოთახიც. ყველა სიზმარი, ყველა ფოტო ურნაში დავწვი. უნდა გავიქცეთ.. ჩვენ ორნი და თუნდაც ცოტა ხნით. ისევ ამინდები ცივი, სველი ტროტუარი მზერა შეეზარდა შავ-თეთრ კადრებს უშენობის სუნი ასდით და ვცდილობ რომ ფიქრი ავუარო კონიაკით სავსე ჭიქას. (მინდა მანუგეშო). ცელქი ბავშვი, დასდევ ქარებს,ვერ გადაეჩვიე ფიქრს, რომ სხვანაირი არის ცხოვრება, დახუჭე თავლი,დაისიზმრე სულ სხვა სიზმარი და იჭერ სულ სხვა კადრებს და იჭერ სულ სხვა მზერას- ეჭვიანს მე ისევ ამინდებს უშენობა მოვაზომე არაფერი პირადული,წვიმა ტროტუარზე უკრავს ეინაულდს,ფიქრი ცდება ჰორიზონტებს წვიმა ტროტუარზე, კიდევ ერთხელ მოვიგონებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი