სიგარეტს მოვწევდი(სათაური არაფერ შუაშია ლექსთან,უბრალოდ სიგარეტს მოვწევდი)
მომაწევინე მეც განჯა, მთელი დღეებია ვწევარ. ვერ გადავეჩვიე ანჟა- მბემანებით ლექსის წერას. მთელი დღეებია ვფიქრობ, როგორ შეგიყვარდე იქნებ.. იქნებ, გავატანო ფიქრს, რომ აღარ გიყვარდები,გიგებ. ალბათ,ათიათას ღამეს, ისევ გავათენებ მარტოს. ჩემი სიყვარული გმართებს, იქნებ გამიმართლო კარტო. აღარ მიგეჩვევი ჰოდა, სიტყვებს დაეკარგა ფასი მე თუ მარტოობა მქონდა, ისევ მარტოობა მავსებს. მეტი რაღა გითხრა ისიც რაც გითხარი უკვე მორჩა. და რომ აღარა მწამს ფიცის, შენი ტუჩებიდან რომ ჩანს. მთელი დღეებია ვფიქრობ, როგორ შეგიყვარდე იქნებ.. იქნებ გავატანო ფიქრს რომ აღარ გიყვარდები. გიგებ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი