არ წავალ


არა არ წავალ,არა წავალ არა,
რა საჭიროა წასვლა უსიტყვოდ,
დავრჩები ისევ მოვნახავ კალამს,
ასე ჯობია უფრო უნიღბოდ.

არა არ წავალ,არ წავალ არა,
დღეს საჭიროა დარჩენა უფრო,
სულში სინათლე იქნება მარად
და ეს წუხილიც გაქრება უფრთო.

არა არ წავალ,ვიქნები შენთან,
როგორც მონა და როგორც უფალი
და თუ დამრია კვლავ ხელი სევდამ,
კვლავ ცრუ ყოფილა რაც დღეს მითხარი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი