არაკი


დროა წავიდე,
დაბლა დავტოვო ყველა სასჯელი,
უსასრულობის საზღვარს გავიდე,
და მივატოვო ეს განსაცდელი.

ცურვით ვეშვები ცათა ზვირთებში,
ვგრძნობ,რომ მივდივარ მაღლა და მაღლა,
ყველა ტკივილი და ყველა ღელვა,
აღარ მადარდებს,არა და კმარა!

ძირს ჩავიხედე,გადამეშალა უბედურება სანახავისა,
ერთი ყმაწვილი,იმედით სავსე,
(ვინ აღწერს ტანჯვას,გულის სწორის დამკარგავისას),
წინ მიილტვოდა ცხოვრების გზაზე.

ჯერ კიდევ ჰქონდა მცირედი რწმენა,
ამ წუთისოფლის განმკარგავისა,
მასაც უნდოდა ცოტახნით ფრენა,
ნიჭი ჰქონოდა გარდასახვისა.

მასაც ეწვია ის წრფელი გრძნობა,
და შეჰხაროდა ცას და ყვავილებს,
თუმცა წააგო ამ ცეცხლთან ბრძოლა,
კვლავ გაიყინა,ისევ აცივებს.

და მასში ვიცან მე ჩემი თავი,
ყველა ტკივილი,საბრალოობა,
ისევ დაეშვა ძირს მძიმედ ნავი,
ისევ ვიგრძენი ეს მარტოობა.

კვლავ ლეშად დადის,ვნებით მოსილი,
ყველგან გარშემო სევდის ბანაკი,
გრძნობამ დასაჯა,სული მოუკლეს,
და გრძელდებოდა ამ ყმის არაკი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი