ალბათ


ალბათ არ იცი რას ნიშნავს სიტყვა,
მე რომ გითხარი,ჩახარე თავი,
ალბათ არ იცი რას ნიშნავს მოსვლა,
და გამაყოლე ცრემლების თასი.

ალბათ არ იცი რას ნიშნავს ღამე,
მშფოთვარედ,ფხიზლად გატარებული,
ალბათ არ იცი რას ნიშნავს წამი,
ყოვლად უაზრო,გამწარებული.

ალბათ არ იცი რას ნიშნავს ფიცი,
ყურს რომ არ უგდებ,თან არ ატარებ,
ალბათ არ იცი შენ ერთგულება,
რადგან არ გიკვირს და არ აფასებ.

ალბათ არ იცი რომ წევხარ ღამით,
და არ გრცხვენია შენი ცრემლების,
ტკივილის მოკვლა შენი სურათით,
ალბათ არ გიყვარს კითხვა ლექსების.

ალბათ არც ამ ლექსს შეიგრძნობ დიდად,
და იტყვი,რითმავს,არააქვს საქმე,
ალბათ არც ამ სტროფს ჩაიწერ წმინდად,
როდის გესმოდა შენ ჩემი რამე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი