აღარ
აღარ მჯერა შეხების და უცოდველი ქალების, აღარა მწამს ღმერთების და ღვთით მოსილი ჯვარების, აღარ მესმის ენების და ცრემლით სავსე თვალების, აღარ ვიცი სად გავექცე ამ მახეებს წამების. აღარ ვდარდობ შევეგუე ამ მზაკვრობას სვე-ბედის, აღარ მინდა ეს ტრაგიზმი ტბის დაღუპულ გედების, აღარა მსურს მე აყოლა ცოდვისა და ვნებების, აღარ ვცოცხლობ,სარკმელი ვარ შემოსული სევდების. აღარ ვცდილობ გამთელებას ამ დაგლეჯილ ნერვების, აღარ ვფოფხავ დასაღწევად გამოსული მდევრების, აღარ გავალ დასანახად ციდან ფენილ წვეთების, აღარ ვშფოთავ,დავიღალე, დრო გადის და ვბერდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი