გარდუვალია ტკივილი ჩემი
ვინ გამახარებს,რა დამამშვიდებს, გარდუვალია ტკივილი ჩემი, სადღაც ხის ტოტებს ქარი აკივლებს, საწოლზე შრება სიცოცხლე ჩემი. ვერ ჩავუყევი ფიქრებს ბოლომდე რომ ამოვძირკვო ძირფესვიანად, ვერ მივაწვდინე ოცნებას თვალი ნგრევა დავუწყო კოშკებიანად. თუმცა,არც ფიქრის შეწყვეტა არ მსურს, იქ ნათელი ხარ როგორც კერია, ოცნებაც მახვევს იმედის თავბრუს, იქ არავისი ხელი გრევია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი