აღსარება
ჩემი მხიარულება, ხალისი და ღიმილი, ყველაფერი ფარსია, ნიღაბია ტკივილის. მშვენიერი განწყობა, სიწყნარე და სიმშვიდე, ყველაფერი ფლიდია, მკლავს სევდების სიდიდე. მუდამ გაუტეხელი, ყველგან რომ მსდევს სიმართლე, ესეც დაუჯერელი, ბევრი რამე ვინანე. და სიცოცხლით აღსავსე, წინ კი წყნარი სიბერე, კვლავ სიცრუით ვარ სავსე, აწ სიკვდილი ვიგემე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი