ეჰ,რარიგ მსურდა


ეჰ,რარიგ მსურდა თვისი სული ჩემსას მოენდო,
მუდამ არ მტკივა, ხან აქაა ტკბილი ზმანება,
როგორ მინდოდა შენი თმები ამ ხელს მოერთო,
ერთად გვენახა გაზაფხულის კვლავ აყვავება.

და კვლავ მივდივარ წარუშლელი გრძნობით მოშლილი,
და ყველა ამბობს არა უჭირს არს მხიარული,
და ვერვინ ხვდება როგორ მღრღნის და როგორ მაწვალებს,
ეს უბედობა,მუხანათი,ჩემთვის მოცლილი.

ჯერ კიდევ ვუძლებ,სანამ ცოტას კიდევ ვაზროვნებ,
ჩემში ვიხრები, სხვებთან მუდამ ვარ გამართული,
ამ სხეულს ჩრდილად ცოტახანი კიდევ ვაცოცხლებ,
იქნებ დაბრუნდეს,იმედი მაქვს,ვარ აზარტული.

ღმერთს გეფიცები ხან გხედავდი მთაზე მჯდომარეს,
ხან მთვარის კიდზე,ხანაც ქიმზე ვარსკვლავებისა,
ჩამოსულიყავ,ამას გთხოვდი,სიტყვით მრთოლვარედ,
ეჰ,აღარ მჯერა გაზაფხულის აყვავებისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი