ერთხელ შემიყვარდა


ერთხელ დავიბადე,ერთხელ აღვიზარდე,ერთხელ შემიყვარდა,
ლურჯად მახსენდება ის მოგონება,
ერთად რომ ვიყავით ყველგან,ამ ცხოვრების გარდა,
ნისლად მეჩვენება ცრემლად დაღვრილი გზა.

ერთი იმედი და ბევრი ცრურწმენები,
გვერდს კი მიმშვენებდი მხოლოდ ფიქრებში,
ამას შევეგუე მაინც მენანები, 
ბგერა არ ამომდის, ბოღმით ვიხრჩობი.

ეხლა კი ვიცი შენი მკლავები,
თხელი თითები სხვას ჩაეკვრებიან,
ლიმნისფერივით მაგ თმის ქარები
ყველა გზის ბოლოს დამეწევიან.

იძინებ მშვიდად,მე კი მშფოთვარედ,
კლდეც და მინდვრებიც გამეცლებიან,
ასე ვიქნები,სადღაც ასეც მსურს,
ობლად ვიქნები,არ მეშინია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი