ვერასდროს წახვალ
ნაცვლად იმისა სიყრმე ვიხარო რისთვის მანახე ადრე სიბერე თუ არ იქნები რად,სად ვიარო გადმომაფრქვიე შენი სიკეთე. ნაცვლად იმისა გვირილებს ვსდიო, ნაცვლად იმისა მზეს შევჰხაროდე, სულში რად დაჰქრის შავბნელი სიო სიკვდილი ადრე რად მომაგონე. მოდი,განანებ იცოდე ყველას იმ თითო ღამეს,უჩემოდ ნანახს, დავაკორტნინებ შენს სატრფოს ძერას, იცოდე, სხვასთან ვერასდროს წახვალ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი