რა დამრჩენია


მე ეს გულის ფეთქვები,
რომ გადამაქვს ფურცელზე,
უფრო მტკივა კი, ვხვდები,
ვერ გავჩერდი ვერცერთხელ.

ამ ოთახის კედლები,
სიმარტოვის ფერია,
მივდივარ, ვერ ვჩერდები,
ანდა რა დამრჩენია.

ისევე უიღბლო ვარ,
ვით იმ ჯვარის ლურსმნები,
ვინც მსურს,მას არ ვარგივარ,
ვეღარ ვუძლებ,ვსუსტდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი