მხოლოდ მთვარე
მზე რომ ჩავა და დაიცლება ქუჩები, მთვარის შუქზე გამოვლენ სევდიანი ფიქრები, მზე გარედან თბილია,სულისათვის-ყინვები, ღამე უშფოთველია,რჩევას შეეკითხები. გაზაფხული მოვიდა,ახმაურდნენ ჩიტები, ეს დრო ხომ ციურია,გადმოფქვილი ღმერთების, ჩემი სული გრილია,ვერ ათბობენ სხივები, ყველაფერი წაიღეთ,ძმობა მყოფნის ვერხვების. დაგვიმზადეს ბუნება, ათას ფერით ნაქარგი, სწორედ იმდენი სიკეთე,რამდენიცაა ავი, მაგრამ ჩვენც ხომ დავამატეთ ურიცხვი სატკივარი, იმიტომაც აღარ იყოფს ჩემს ტკივილებს მთა-ბარი. ამიტომაცაა სწორედ ჩემი მოძმე მხოლოდ მთვარე, მზის შუქი არ მიხაროდა,მძიმე სევდით გავაპარე, თეთრი სული გადმომეღო,მხრებზე მეწვა ჩუმი ღამე, მხოლოდ იმას ვნატრულობდი,მთვარეს ეთქვა ცოტა რამე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი