რა შინაგანი ხმითაც მე ლექსს ვწერ


რა შინაგანი ხმითაც მე ლექსს ვწერ,
იმ ხმით წაკითხვა არ შემიძლია,
მუქი ფერების ვუყურებ კედლებს,
სიცარიელე და რითმებია.

რა ტკივილითაც დილით ვიღვიძებ,
იმის წარმოთქმა ვის უნახია,
ფიქრში ჩაფლული დავდივარ მარტო
და ხალხის მიკვირს,რა უხარიათ.

რა ფორიაქიც მუდამ დამყვება,
იმის დაკარგვა გარდუვალია,
რა შინაგანი ძალით მიყვარხარ,
ამას ვერ ავღწერ,ეს სიზმარია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი