მემღერება აღარ.


გადის დრო და ყველაფერი,
უცხო სიზმრად მეჩვენება,
აღარ შემრჩა არაფერი,
არაფერზე მემღერება.

სიყმაწვილის ბილიკებმა,
წამ-წუთებში გაიარეს,
და ვერავინ მოაშუშებს,
ამ ტკივილს და ნაიარევს.

მე ბავშვობის დამრჩა დაღი,
ოცნებებით დადაგული,
და გამწირეს მწირი ბალღი,
მასზე ფიქრში ჩაკარგული.

ასე ვიარე ამ გზებზე,
გზად კი სევდები ავკრიფე,
არ მოგიტანე ვარდები,
სუყველა ლექსად დავკრიფე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი