რომ დაბერდები


რომ დაბერდები და მაინც ჩუმად
რომ შეუსწორებ მძინარეს საბანს,
რომ დაბერდები და არ დაიწყებ
თქვენი ტრფიალის მიწაში მარხვას.

მისი თვალების კვლავ სილამაზეს
რომ ვერ წარმოთქვავ ისევ სიტყვებად,
რომ წამოგყვება როგორც ყმაწვილკაცს
მისი მშვენება ისევ სიზმრებად.

თვალს რომ დახუჭავ რომ არ ინატრებ
ახალგაზრდობას შენ უბედურად,
მადლიერებით პირჯვარს გადიწერ
რომ დაგაბერა მასთან ერთგულად.

რომ დაბერდები და ყველა ვნება
გამოგეცლება მაგ სხეულიდან
მაშინ მიხვდები რამხელა ძალა
მოედინება სიყვარულიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი